ოცნება აღარ მალავს, რომ პარტიული დავალებები უკვე გაცემული აქვს. კონტრაქციისთვის მზადებაში ჩართულები არიან ადგილობრივი ჩინოვნიკებიც. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ პარლამენტის წინ ოცნება ადმინისტრაციულ რესურსს შეკრებს, ნაწილს დაშინებით და იძულებით. რუსული კანონის გასატანად პირადად უწევს ჩართვა პროცესებში ოლიგარქ ივანიშვილს.